დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

პაატა ზაქარეიშვილი - ,,ოსურმა მხარემ პანდემია საბაბად გამოიყენა და ერგნეთის შეხვედრა ჩაშალა'' 19.11.2020 16:04

ოსურმა მხარემ პანდემია საბაბად გამოიყენა და ერგნეთის შეხვედრა ჩაშალა. მიზეზი კი ისა რომ ახალგორში  ეპიდემიური თვალსაზრისით მძიმე სიტუაციაა, ე. წ. მთავრობა კი მოსახლეობას არ აძლევს საშუალებას, რომ თბილისში იმკურნალონ  - აცხადებს ,, ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბარში პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი

 

,, ახალგორი ჩაკეტილია, იქ კი ადამიანები ვირუსით იღუპებიან, მძიმე სიტუაციაა. ამის გამო, ცხინვალის ე. წ ხელისუფლებას მკაცრად გააკრიტიკებდნენ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები , ასევე ქართული მხარეც ამიტომ მათ ,,კარგი' საბაბი მიეცათ შენიშვნები თავიდან აირიდეს'' - აცხადებს ზაქარეიშვილი

 

ცნობისთვის: ერგნეთში 20 ნოემბერს ჩანიშნული, კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების პროცესის მორიგი შეხვედრა გადაიდო 

 

უარის მიზეზი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაა, რომელიც შეხვედრის გადადების მიზეზად კოვიდპანდემიას ასახელებს. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ