21:30 19.11.2020
მაიკ პომპეო სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც გოლანის მაღლობებზე იმყოფებოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც გოლანის მაღლობებზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება.

 

„პომპეომ გოლანის მაღლობზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბი აშკენაზისთან ერთად იმყოფებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ისრაელში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანმა მოინახულა ისრაელის დასახლება პსაგოტი, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

 

ცნობისთვის, 2019 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელის ახალი რუკა გამოაქვეყნა, რომლის ნაწილად აღნიშნულია გოლანის მაღლობები. მაშინ „დოიჩე ველე“ წერდა, რომ რუკაზე შესწორებები შევიდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. გასული წლის 25 მარტს ამერიკის ლიდერმა ფორმალურად აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე და შესაბამის დეკლარაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თანდასწრებით მოაწერა ხელი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge