19.11.2020 22:37
თბილსის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსლში ეხმაურება ქართველი ფეხბურთელი გოგონების წარმატებას:
„ქართულ სპორტში, ქართულ ფეხბურთში. სასიხარულო ამბავი. მოხდა! პირველად, ისტორიაში, ქართული საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. გურიის ქალთა საფეხბურთო კლუბმა ,,ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა. ჩვენმა გოგონებმა გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონი „კლუჟი“ 1:0 დაამარცხეს! ვულოცავ ! მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს ! ვუსურვებ წინსვლას და გამარჯვებებს ამ ასპარეზობაში! ვგულშემატკივრობთ მთელი საქართველო!“, წერს კახა კალაძე.