ნიკოლოზ მჭედლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
ოპოზიციას მართლა სჯერა, რომ "ოცნება" რაიმე დათმობაზე შეიძლება წავიდეს შესაძლო ახალი არჩევნების ჩატარების მხრივ?
მეორე ტურის ბოიკოტის პირობებში, ძალიან დიდი ალბათობით "ოცნება" დარჩენილი 17 მაჟორიტარული ოლექიდან მოიგებს ყველას, ანუ მას პარლამენტში ეყოლება 90 დეპუტატი.
გარდა ამისა, დასავლეთმა, ყველა სადამკვირვებლო მისიამ აღიარა არჩევნების დემოკრატიულობა და ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას ეჭქვეშ არ აყენებს, პირიქით, მთელი ძალით "ნაციონალურ მოძრაობას" და მისი ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ლანძღავენ. დიახ, ლანძღავენ უკვე ყოველგავრი დიპლომატიური ეტიკეტის გარეშე.
ბოიკოტს მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს ხოლმე აზრი: როგორმე დაანახონ დასავლეთს, რომ ქვეყანაში რაღაც ისე არ ხდება, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება. ამ ბოიკოტოთ ოპოზიციამ ხაზი გაისვა იმას, რომ ისინი მხოლოდ დესტაბილიზიციისკენ მიილტვიან, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და დასავლეთს ეს კატეგორიულად არ მოსწონს.
თუმცა, ოპოზიციის ესეთი ქმედებების ახსნა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ ერთად შეკრებილთა უმრავლესობა რუსეთის მიერ არის მართული და მათი დავალებით და ფინანსებით მოქმედებს."
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge