18:59 20.11.2020
მოსამართლემ ბევრი რამ მოიტყუა სასამართლო პროცესზე - შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე მაია ოშხარელმა გამოაცხადა.

 

ადვოკატების შეფასებით, სასამართლომ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად ისინი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

 

ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე აცხადებს, რომ მოსამართლემ სასამართლო პროცესზე მოიტყუა. 

 

"მოსამართლემ ძალიან ბევრი რამე მოიტყუა სასამართლო პროცესზე. გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას და იმედია სააპელაციოში მაინც იქნებიან ობიექტური მოსამართლეები,"- აღნიშნა როსტომ კერესელიძემ.

 

პროკურორი ნანა გუგუტიშვილი კი აცხადებს, რომ სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია და გადაწყვეტილება სამართლიანია. 

 

პროკურორის თქმითვე, დაცვის მხარის არგუმენტები არის დაუსაბუთებელი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge