დღე: 32

ღამე: 19

USD 2.7174

EUR 3.1875

„ღონისძიება წარმატებით დასრულდა, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და თავდამსხმელი დაკავებულია“ 20.11.2020 20:27

ღონისძიება წარმატებით დასრულდა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე სპეციალური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა. როგორც სირაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

„რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გავრცელდა კიდეც მედიასაშუალებებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებს მოგახსენებთ მოგვიანებით“, – განაცხადა ვაჟა სირაძე.

 

 

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ