22:20 20.11.2020
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. რიკ დაემსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიმართ ექს-პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შემაშფოთებელს უწოდებს. საუბარია ტიმ კოქსზე, რომელსაც სააკაშვილმა ბრალი რუსულ "ეფ-ეს-ბესთან" თანამშრომლობაში დასდო. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2020-ის არჩევნებზე კოქსის მეთაურობით მომზადებული დასკვნა არ შეიძლება ასამბლეის პოზიციად ჩაითვალოს. რიკ დაემსმა დღეს პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ ეუთო/ოდირისა და ასამბლეის მონიტორების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივი დოკუმენტის შინაარსს ევროპის საბჭო სრულად იზიარებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge