დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

სერგეი შოიგუ ნიკოლ ფაშიანს: ჩვენი მთავარი ამოცანაა არ დავუშვათ სისხლისღვრა 21.11.2020 13:34

აქ ჩამოვედით სრულიად კონკრეტული ამოცანებით, დიდი გეგმით და მისი განხორციელების იმედი გვაქვს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„თქვენ იცით, რომ განცხადების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ სწრაფად გამოვაგზავნეთ სამშვიდობო ჯარები და გუშინწინ დავასრულეთ მათი განლაგება. ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე 23 სადამკვირვებლო პოსტი განვალაგეთ. ვაკონტროლებთ სტეფანაკერტისკენ მიმავალ გზას, ლაჩინის დერეფანს, უზრუნველვყოფთ გადაადგილების კონტროლს და ასევე, ასევე აქედან წასული ლტოლვილების დაბრუნებას.

 

წინ ბევრი სამუშაო გველოდება. ჩვენი მთავარი ამოცანა რა თქმა უნდა არის ის, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა. ამის გარდა, ვაპირებთ განვიხილოთ ჩვენი სამშვიდობოების მომავალ ცხოვრებასა და მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები და, რა თქმა უნდა, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებული თემები. დიდი გეგმით ჩამოვედით და მისი განხორციელების იმედი გვაქვს,“- განაცხადა შოიგუმ.

 

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისი დელეგაცია სომხეთში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ვიცე-პრემიერები, ალექსანდრე ნოვაკი და ალექსეი ოვერჩუკი და სხვა ოფიციალური პირები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ