15:53 21.11.2020
ალეკო ელისაშვილი: ვხედავთ, როგორ აქცია საბურთალომ ზურგი ამ სამარცხვინო არჩევნებს

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის პარალელურად, სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც საბურთალოელებს მაქსიმალურად დაბალი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა და მის კონკურენტ დავით სერგეენკოს, "სახალხო დეპუტატთა უმაღლესი საბჭოს დელეგატობა" მიულოცა. 

 

"იმედია, ის გაამართლებს საბურთალოს, ანუ ორჯონიკიძის რაიონის მშრომელთა იმედებს და მომსახურება ლენინურ პარტიას. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, სინამდვილეში კი, მინდა საბურთალოელ ამომრჩეველს მივმართო და მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ვხედავთ, როგორ აქცია საბურთალომ ზურგი ამ სამარცხვინო არჩევნებს. საბურთალოზე ყველაზე დაბალი აქტივობაა და ეს იმის დასტურია, რომ ისინი ამ გაყალბების მეორე ტურში არ მონაწილეობენ. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ბოიკოტისკენ. ეს რაც დღეს ხდება 31 ოქტომბრის გამეორებაა," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge