დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

„იქნებ გვითხრან, სად, რომელ უბანზე ნახეს ჩვენი წარმომადგენელი“ 21.11.2020 16:48

აბსურდია რასაც „ქართული ოცნების" წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საარჩევნო უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლები შეინიშნებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რითაც ბათუმის მერის მოვალეობის შესრულებლის განცხადებას გამოეხმაურა. ქამადაძის განმარტებით, ოპოზიციის მხარდამჭერებთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, შესაბამისად არც მას და არც ოპოზიციის სხვა წარმომადგენელსა თუ მხარდამჭერს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებმა „აღარ იციან, რა ქნან".

 

„ეტყობა, ძალიან დიდი კონკურენციაა ბატონ ტიტე აროშიძესა და რესან კონცელიძის ამომრჩევლებს შორის და რაღაც გაუგებარ კომენტარებს აკეთებენ. არ ვიცი, რა გავაკეთოთ, ვდგავართ აქციაზე და ბათუმის გაყალბებულ არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი მონაწილეობას არ იღებს, ეს არის გაცხადებული. დილიდან ბაღის თანამშრომლებს, პედაგოგებს, თუ საჯარო მოხელეებს ურეკავენ იმისათვის, რომ არა, ტიტეს მისცე ხმა, არა, რესანს მიეცით ხმაო და არიან ამ გაუგებრობაში. მოკლედ, დავბრუნდით საბჭოთა კავშირში. ვისაც არ გახსოვთ როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროს არჩევნები, ერთპარტიული, შეგიძლიათ მიბრძანდეთ დღეს საარჩევნო უბნებზე და ნახავთ საბჭოთა კავშირს. არ ვიცი, იქნებ გვითხრან, სად, რომელ უბანზე ნახეს ჩვენი წარმომადგენელი. სახელი, გვარი ან რაღაც თქვან. ხედავთ, რომ აქციაზე ვდგავართ“, - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

 

ცნობისთვის, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, აჭარაში, საარჩევნო უბნებზე შეინიშნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ