18:02 21.11.2020
„არანაირი დარღვევა არ არის, კოორდინატორებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია - ისინი ყველა წესს იცავენ, რომელიც კანონით არის დადგენილი“

ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი გვყავს იდენტიფიცირებული და არანაირი დარღვევა იმაში არ არის, რომ ჩვენ პარტიის ცენტრალურ ოფისში კორდინატორებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია, რამდენი ამომრჩეველი მივიდა და რამდენია ჩვენი მხარდამჭერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას გამოეხმაურა. მისი თქმით, ისინი ყველა წესს იცავენ, რომელიც კანონით არის დადგენილი.

 

 

„საარჩევნო კონტექსტში მარადიული კითხვა გახდა - რა უნდათ საარჩევნო უბანზე კოორდინატორს? ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი გვყავს იდენტიფიცირებული და არანაირი დარღვევა იმაში არ არის, რომ ჩვენ პარტიის ცენტრალურ ოფისში მოგვაწოდონ ინფორმაცია კორდინატორებმა რამდენი ამომრჩეველი მივიდა და მათი ინფორმაციით რამდენია ჩვენი მხარდამჭერი. ჩვენ როცა თქვენ გეუბნებით, რომ ჩვენი მხარდაჭერა მაღალია, ვიმარჯვებთ და ა.შ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გეუბნებით. ამიტომ ამაში არც კანონისმიერი, თუნდაც მორალური და არანაირი დარღვევა არ არის. მთავარია, რაიმე ფორმის ზემოქმედება არ განახორციელოს კოორდინატორმა თუ უბნის შორიახლოს მდგომმა პირმა ამომრჩეველზე. დარღვევა არ ფიქსირდება იმაში, რომ მხარდამჭერთა რაოდენობას აღრიცხავენ,"- განაცხადა მდინარაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge