18:28 21.11.2020
ვინ ემსახურება მოსკოვის ინტერესებს საქართველოში? - ჩაერია თუ არა რუსეთი ჩვენს არჩევნებში?!
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს და რუსეთს საარჩევნო პროცესში ჩარევაში ადანაშაულებს: 
- ხომ გახსოვთ, და ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, არჩევნებამდე რა აჟიოტაჟი და შუბების მტვრევა იყო იმაზე, ჩაერეოდა თუ არა რუსეთი ჩვენს არჩევნებში?! აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ორჯერ დარწმუნებით განაცხადა, რომ აუცილებლად ჩაერევაო. როგორ ფიქრობთ, რაში გამოიხატა ჩარევა?! კონკრეტიკაზე თითქმის არავინ საუბრობდა. ცნობისთვის, იცით რუსეთის რომელი სტრუქტურა არის დაკავებული პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არჩევნებში ჩარევით და იქაურ პროცესებზე ზემოქმედებით? ვინც იცით ხომ კარგი, ხოლო ვინც არ იცით, გეტყვით -ერთ-ერთი არის Управление Президента Российской Федерации по межрегиональным и культурным связям с зарубежными странами, რომელსაც სპეცსამსახურების წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ და ფაქტიურად არის СВР-ს ფილიალი.
არის თუ არა საქართველოში მართვადი ქაოსი და დესტაბილიზაცია რუსეთის ინტერესებში? რა თქმა უნდა არის, რადგანაც ეს დიდი ხნით აფერხებს ქვეყნის განვითარებას და მის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში. ვინ არიან დღეს ჩვენთან დესტაბილიზაციის ძირითადი ინსტრუმენტები? სწორედ ის „მედასავლეთეობის“ ნიღაბ-ჩამოცმული პარტიები, აშშ-ს და ევროკავშირის დროშებს რომ აფრიალებენ მიტინგებზე, დასავლურ ორიენტაციაზე რომ გაჰკივიან და ამ დროს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს ჯიუტად აიგნორებენ, ხოლო მათი ფაქტობრივი ლიდერი სააკაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიებს რუსეთის აგენტებს უწოდებს. ისინი შესანიშნავად ემსახურებიან მოსკოვის ინტერესებს.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge