01:10 22.11.2020
„ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი - შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, ცესკო-ს ვებგვერდზე არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებისას დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

 

„შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge