10:37 22.11.2020
აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

მათი თქმით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 12 450 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსს აშშ-ში 261 790 ადამიანი ემსხვერპლა, 4.7 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში კონდინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და გასული 12 დღის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მსოფლიოში აშშ-ში ფიქსირდება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge