უცხოური მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტის ლიდერებს განუცხადა, რომ მათთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას ელოდება. გამოცემა „გარდიანმა“ დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართვის ჩანაწერი მოიპოვა. „დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა და ველი თქვენთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დიდი ოცეულის სამიტი წელს ვირტუალურ რეჟიმში ტარდება. მთავარი განხილვის საკითხი „კოვიდ-19“-ის პანდემია და ვაქცინის სამართლიანი დისტრიბუციის გეგმის დეტალებია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge