დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კორონავირუსის ვაქცინა და ტესტები მსოფლიოში სამართლიანად უნდა განაწილდეს - დიდი ოცეულის შეთანხმება 22.11.2020 14:25

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ონლაინ კონფერენციას მართავენ, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა და ტესტები მსოფლიოში სამართლიანად უნდა განაწილდეს. Reuters-ის ინფორმაციით, ოცეულის წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ღარიბი ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლის დროს მეტ დამხარებას საჭიროებენ. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი და თანაბარი უნდა იყოს, რისთვისაც ძალას არ დავიშურებთ“, -განაცხადეს დიდი ოცეულის ლიდერებმა.

 

Reuters-ის ინფორმაციით, დიდი ოცეულის სამიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მონაწილეები პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ. წელს ოცეულის სამიტის თავმჯდომარე ქვეყანა საუდის არაბეთია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ