14:40 22.11.2020
„მავნე აზროვნების ხალხი მომრავლდა - ანაბეჭდები, დნმ და მისი ჯანი“
სოციალურ ქსელში ყოველდღე ჩნდება არაორდინალური საარჩევნო ბიულეტენები, მინაწერებით: სადღეგრძელოებით, გინებით, წყევლით და ა.შ. დღეს ძველი, საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საჭიროა გამოძიების დაწყება: „ქარელში ჩაყრილი საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი გამოსაძიებელია. გამოსაკითხი იქნება მაქსიმუმ 200 მოქალაქე, რომლებმაც ხმა მისცეს და დაფიქსირებულები არიან. ანაბეჭდები, დნმ და მისი ჯანი. სხვისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება. მავნე აზროვნების ხალხი მომრავლდა

 

 

ამ წინანადებას ეწინააღმდეგება ფეისბუკმომხმარებელი ირაკლი მაღლაფერიძე და წერს: „ვფიქრობ არ არის სწორი, კომისიის წევრები დახარვეზებულ ბიულეტინებს, სადაც ხშირად გინებები არის ასახული, რომ აქვეყნებენ... არც ეს უნდა გამოექვეყნებიათ... რა მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიება და დაიხარჯოს 1000-2000 ლარი გამოძიებისთვის , დარწმუნებული ვარ ამიტომაც არის შემოგდებული, რომ გამოძიება დაიწყოს შსს-მ, რომ მერე თქვან სხვა საქმეებზე არ დაიწყეს გამოძიება და ამაზე დაიწყესო... ძალიან მარტივად ასახსნელია, არ ჩავაგდე იმ არჩევნების დროს და ეხლა ჩავაგდეო, რა დანაშაული იკვეთება? მგონი უნდა აიკრძალოს დახარვეზებული ბიულეტინების გამომზეურება, მგონი ეს უფრო ახლოსაა კანონთან“.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge