დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

კოვიდპასპორტის მფლობელებს თავისუფლად გადაადგილების მეტი უფლება ექნებათ, ვიდრე მათ, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყვის 22.11.2020 17:52

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განიხილავს საკითხს „კოვიდპასპორტების“ შემოღების შესახებ მათთვის, ვინც კორონავირუსის ახალი ტიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს. ამის შესახებ The Sunday Times-ი ხელისუფლებაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის მიხედვით, ასეთი ზომები ხელს შეუწყობს ახალი დოკუმენტის მფლობელებს, ქვეყანაში გაცილებით თავისუფლად გადაადგილდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყვის. მოსალოდნელია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში ორშაბათს განაცხადოს. სავარაუდოდ, ჯონსონი კანონმდებლებს, ასევე, მიაწვდის ინფორმაციას 2 დეკემბრიდან ინგლისში ეროვნული კარანტინის დასრულების შესახებ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ