19:19 22.11.2020
„ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო - გადავწყვიტეთ, მას დავეხმარებით“

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასახმაში ბრალდებულის დედის გამოსვლას და წერს: 

 

 

ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ გურული დღიურების ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებით - ყოფილი მასწავლებელი გამოდგა ქალბატონი ლამარა.“, წერს გიორგი კეკელიძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge