22:49 22.11.2020
„თუ "პროდასავლური" პარტიები გააგრძელებენ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების იგნორირებას, გაიზრდება ეჭვი, რომ ისინი სულ სხვა ძალის დაგეგმილ თამაშს თამაშობენ“
„თუ "პროდასავლურობაზე" პრეტენზიის მქონე პარტიები კვლავაც გააგრძელებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების ჯიუტად იგნორირებას, კიდევ უფრო გაიზრდება ეჭვი, რომ ისინი სულ სხვა ძალის დაგეგმილ თამაშს თამაშობენ, შესაძლოა ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებდნენ. დღეს ეს პარტიები ფაქტიურად გამოდიან როგორც დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი. ჩემი მოკრძალებული აზრით, კარგი იქნებოდა, თუკი "ქ/ოცნება" გადადგამდა ნაბიჯს და შესთავაზებდა ინდივიდუალურ შეხვედრებს იმ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი. შესაძლოა აშშ-ს და ევროკავშირის ფასილიტატორების მეშვეობითაც, და ერთი-ერთზე დაილაპარაკებდნენ შესაძლო ორმხრივ კომპრომისებზე“, წერს ანჯაფარიძე.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge