დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

საქართველოს ქალთა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება 23.11.2020 10:24

 

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მალტას დაუპირისპირდება, 1 დეკემბერს კი, ბოსნია-ჰერცეგოვინას.


უახლოესი მატჩებისთვის მოსამზადებელ შეკრებას საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები დავით პეტრიაშვილი არენაზე გაივლის. მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ მალტისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა.


საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:


მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)


მცველები: ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი, ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია, ანი ძაძუა (ყველაკვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი)


ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე, თეონა ბაქრაძე, ნათია დანელია (ორივეკვარტალი, თბილისი), თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი), ანა კულდონაშვილი (დინამო, სოხუმი), თამარ ეპიტაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა ჩემინავა (ჟალგირისილიეტუვა)


თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია (სამივენიკე, თბილისი), ხატია ჭყონია, ნათელა წოწერია (ორიველანჩხუთი)


​​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:


26 ნოემბერი, 15:00 საქართველო – მალტა, „მიხეილ მესხი“

1 დეკემბერი, 15:00 საქართველო – ბოსნია და ჰერცეგოვინა, ​„მიხეილ მესხი“

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ