დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

უცხოური პრესა - "ქართული ოცნება“ საბჭოურ ოცნებად გადაიქცა 23.11.2020 12:33

რუსულ გაზეთ „კომერსანტ“-ში («КоммерсантЪ») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართული ოცნება“ საბჭოურ ოცნებად გადაიქცა“, რომელშიც მიმოხილულია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები:


„მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ პარლამენტში თავისი პოზიციები განიმტკიცა - მეორე ტურის შედეგად საბოლოოდ 150 მანდატიდან 90 მიიღო, ანუ ყველა 17 ერთმანდატიან ოლქში „ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციონერებმა ქვეყნის ხელისუფლებას ულტიმატუმი გამოუცხადეს და არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტი განახორციელეს, ყოველ ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატი დარჩა. ასეთი სიტუაციაში ბევრს გაახსენდა საბჭოური დრო, როცა დეპუტატების არჩევნები უალტერნატივო იყო. საბოლოო ჯამში, სახელისუფლებო პარტიის გამარჯვება და მისი დომინირება პარლამენტში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სტაბილურობა დაისადგურებს - ოპოზიცია მასშტაბური აქციებისთვის ემზადება“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - გიორგი დვალი).


იმ ოპოზიციურმა კანდიდატებმა, რომლებიც პირველ ტურში იქნენ პარლამენტის წევრებად არჩეულნი, უარი განაცხადეს საკანომდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე და განმეორებითი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. რასაკვირველია, „ქართულმა ოცნებამ“ მათ მოთხოვნა უარყო. მმართველ პარტიას, მიღებული მანდატების რაოდენობის მიხედვით, უკევ შეუძლია მთავრობის ჩამოყალიბება.


„კომერსანტ“-ის ჟურნალისტი ესაუბრება ოპოზიციურ დეპუტატს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს რომან გოცირიძეს, რომელიც უახლოეს გეგმებზე ლაპარაკობს: ხელისუფლება უნდა დათანხმდეს ოპოზიციის მოთხოვნას 2021 წელს განმეორებითი არჩევნები ჩაატაროს, ასევე შექმნას ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია ოპოზიციის ფართო წარმომადგენლობით. თუ ეს არ მოხდება, დაიწყება საპროტესტო მიტინგები. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ოპოზიციამ როგორიც არ უნდა მასშტაბური მიტინგები ჩაატაროს, განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, სუფთა იურიდიული მიზეზებით, იოლი არ იქნება: როგორც ექსპერტი ვახტან ხმალაძე ამბობს პუბლიკაციის ავტორთან საუბარში, ერთადერთი სავარაუდო ინსტრუმენტი ოპოზიციური სცენარის რეალიზებისათვის ისაა, რომ მომავალ ზაფხულში მოხდეს მთავრობის გადადგომა, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად, თვითონვე არ მისცეს ხმა თავისივე მთავრობის ახალ შემადგენლობას. ამის შემდეგ კი პრეზიდენტს აქვს ფორმალური უფლება ახალი არჩევნები დანიშნოს... მაგრამ, ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ კაპიტულაცია ნულის ტოლფასია. და რამდენადაც ოპოზიცია თავისი მოთხოვნებისაგან უკან არ დაიხევს, საქართველოს უახლოეს თვეებში, სავარაუდოდ, მიტინგები ელოდება“, - ასეთი დასკვნაა მოცემული სტატიის დასასრულს.


წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4583261

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ