14:26 23.11.2020
სკანდალი ავსტრალიის ჯარში

ავღანეთის სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, 9 ავსტრალიელმა სამხედრომ მოიკლა თავი. ეს ავსტრალიის სამხედრო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

 

გასულ კვირაში ავსტრალიის თავდაცვის ძალებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასკვნა წარმოადგინეს, სადაც ავღანეთში მომსახურე 19 ავსტრალიელი ჯარისკაცის საქმის გამოძიების რეკომენდაციაა გაცემული. საქმე 2005 2016 წლებში 39 მშვიდობიანი ავღანელის მკვლელობას შეეხება.

 

19 ამჟამინდელი ან ყოფილი ავსტრალიელი ჯარისკაცი, რომლებიც 2009-2013 წლებში ავღანეთში მსახურობდნენ, პატიმრების, ფერმერებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი.

 

ანგარიშის თანახმად, მკვლელობები ელიტურ სამხედრო დანაყოფში ინიციაციის რიტუალის ნაწილი იყო.

 

ავსტრალიური მედიის ცნობით ბოლო 3 კვირაში თვითმკვლელობა 20-დან 50 წლამდე ასაკის 8 მამაკაცმა და ერთმა ქალმა ჩაიდინა. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე კავშირი ავღანეთის სკანდალურ სამხედრო დანაშაულებთან.




ავტორ(ებ)ი : geotime.ge