დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დავით ზარდიაშვილი - როგორ უნდა აიძულოს ოპოზიციამ "ოცნება", რომ საკუთარ, სულ ცოტა, მილიონ ამომრჩეველს უღალატოს? 24.11.2020 11:58

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფესბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მეორე ტურში, სადაც ამომრჩეველთა მხოლოდ მეოთხედმა მიიღო მონაწილეობა 17 ოლქში, "ოცნებამ" ნახევარ მილიონზე მეტი ხმა მოაგროვა; რაც არ უნდა "ბოიკოტი" აცხადონ, არც ეს ნახევარი მილიონი და არც პირველი ტურის თითქმის მილიონი, ერთი კაცითაც არ შემცირდება. პირიქით.

 

აუხსნელია, რატომ გონიათ, რომ ეს მილიონი ამათი შანტაჟის გამო ოდნავ მაინც უკან დაიხევს და შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებაში დაბრუნდნენ?! ან როგორ უნდა აიძულონ "ოცნება", რომ საკუთარ, სულ ცოტა, მილიონ ამომრჩეველს უღალატოს და რაიმე მოლაპარაკებაში მათ ნებას დაჰყვეს?

 

მაინც ასე ჰგონიათ და შესაბამისი "სტრატეგიაც" აქვთ: რაც შეიძლება მძიმე პრობლემები შეგვიქმნან, "დაგვღალონ", "გამოგვფიტონ", ეპიდემიის გამძვინვარებასა და ეკონომიკურ კრიზისს რაც შეიძლება, ხელი შეუწყონ, ქვეყანა ჭკუიდან გადაიყვანონ და ამათი დაშოშმანების გარდა ყველა სხვა საზრუნავზე ხელი აგვაღებინონ.

 

ძალიან სახიფათო, ექსტრემისტულ, ციცაბო გზას ადგანან," - წერს ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ