დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ილჰამ ალიევი - თურქეთმა და ჩემმა ძმამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვიწია 24.11.2020 12:23

ის, ვინც 44 დღის განმავლობაში მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინა თურქეთის რესპუბლიკა, ჩემი ძმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რამდენიმე სხვა მუსლიმური და არამუსლიმური ქვეყნის ლიდერები იყვნენ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც დღეს მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, ქალაქ აღდამს ესტუმრა.

 

„ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწიეთ ერთიანობით, მონდომებით, მტკიცე განზრახვითა და სიძლიერით ”, - განაცხადა ალიევმა.

 

მისი თქმით, აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა.

 

”აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა. ჩვენ აღვადგენთ ქალაქ აღდამს, აღვადგენთ ყველა სოფელს. დღეგრძელობა აზერბაიჯანელ ხალხს, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს, ოფიცრებს, აღდამი ჩვენია, ყარაბაღი აზერბაიჯანია,“- განაცხადა ალიევმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ