დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის 7363 საწოლია მობილიზებული 24.11.2020 13:30

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვისთვის ამ დროისთვის 7363 საწოლია მობილიზებული. როგორც მათ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კლინიკებში მკურნალობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 817-მა პაციენტმა დაასრულა.

 

„საწოლფონდი არის შემდეგი ყველაზე მტკივნეული და კრიტიკული თემა, რომელზეც ხშირად ისმის კითხვები საზოგადოებისგან. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მობილიზებული 7363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952 , განთავსებულია 5741 პაციენტი, ტრიაჟში გადასანაწილებლად სასტუმროში გადავა პაციენტი, კლინიკაში დარჩება თუ ბინაზე გაივლის მკურნალობას, ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში, კლინიკებში მკურნალობა დაასრულდა 817-მა პაციენტმა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ