დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ევროკავშირი ამერიკული კომპანიისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონ დოზას შეიძენს 24.11.2020 18:33

ევროკავშირმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინის შეძენის მიზნით ამერიკულ კომპანია Moderna-სთან შეთანხმებას მიაღწია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა დღეს განაცხადა.

 

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ხვალ ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ,” - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

 

მისივე თქმით, შეთანხმება ევროკავშირს Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინის 160 მილიონამდე დოზის შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას კომპანია Moderna-მ განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილ ექსპერიმენტულ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდის შუალედურმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეპარატი კოვიდ 19-ის პრევენციის კუთხით 94.5%-ით ეფექტურია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ