24.11.2020 21:17
ტრამპი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია!!! ტრამპის მხარეს გასაჩივრებული აქვს 6 შტატის შედეგები. ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ განხილვას შეუდგება აშშ-ს უზენაესი სასამართლო. უზენაესმა სასამართლომ 6-დან 4 შტატზე კონსერვატორი მოსამართლეები დანიშნა (მიჩიგანი, ვისკონსინი, პენსილვანია, ჯორჯია). ნევადასა და არიზონაში კი ლიბერალი მოსამართლეები.
დღეისათვის ხმოსნების ხმები, იმ შტატების მიხედვით, სადაც არსობრივი დავები არ არის, შემდეგნაირად არის განაწილებული:
პრეზიდენტის გამოსავლენად კი 270 ხმოსანია საჭირო.
სადაო არის 6 შტატი: პენსილვანია 20, ჯორჯია 16, მიჩიგანი 16, ვისკონსინი 10, არიზონა 11, ნევადა 6.
ბაიდენმა რომ მოიგოს, საჭიროა დაიმტკიცოს კიდევ 43 ხმა.
ტრამპმა რომ მოიგოს, საჭიროა დაიმტკიცოს კიდევ 38 ხმა.
12 დეკემბერს ტრამპის მომხრეთა აქცია ტარდება დედაქალაქში.
14 დეკემებერს ხმოსანთა კოლეგია იკრიბება ვაშინგტონში და აირჩევს პრეზიდენტს.
თუ ხმოსანთა კოლეგიაში ვერავინ მოაგროვებს 270 ხმას, პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდენტს აშშ-ს კონგრესი აირჩევს.
P.S. ზოგიერთი სიტყვა "კონგრესმა" დააბნია და აქვე დავაზუსტებ: პრეზიდენტს ირჩევს წარმომადგენელთა პალატა, ანუ კონგრესის ქვედა პალატა პრინციპით ერთი შტატი - ერთი ხმა. ვიცე-პრეზიდენტს ირჩევს სენატი ანუ კონგრესის ზედა პალატა. დღევანდელი მონაცემებით რესპუბლიკელებს ორივე შემთხვევაში უმრავლესობა ჰყავთ. კონგრესი ეწოდება აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც ბიკამერულია და წარმომადგენელთა პალატისგან და სენატისგან შედგება.