დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

კალათბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთში ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკციო ტურნირის 2 მატჩს გამართავს 25.11.2020 11:52

 

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ფინეთში გაემგზავრა, სადაც ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკციო ტურნირის 2 მატჩს გამართავს. კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში შვეიცარიას ეთამაშება. ეს გახლავთ ფიბა- მიერ კოვიდ-პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატი, რაც ერთი შესარჩევი ჯგუფის მთლიანი ფანჯრის თამაშების ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში ჩატარებას გულისხმობს.


საქართველოს ნაკრები თბილისიდან სუპერლიგაში მოთამაშე 8 კალათბურთელით გაემგზავრა. ესენი არიან: მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ბულაშვილი და ილია ლონდარიძე. 

 

ნაკრებს ფინეთის დედაქალაქის აეროპორტში დახვდა ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე, თად მაკფადენი, ხოლო სასტუმროშიგიორგი შერმადინი. ჰელსინკიში ჩავიდნენ ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტიილიას ზუროსი და გიორგიოს ლიმნიატისი, ასევე საფრანგეთში მოთამაშე გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე. ეროვნულ გუნდს 27 ნოემბერს თორნიკე შენგელია შეუერთდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ