დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ჩეხეთში ირემმა მონადირეს იარაღი ,,წაართვა'' და ტყეში გაუჩინარდა 25.11.2020 16:47

ჩეხეთში, სამხრეთ ბოჰემიაში ნადირობის დროს უჩვეულო ინციდენტი მოხდა. ირემმა მონადირეს იარაღი წაართვა და ტყეში დაიმალა. შეიარაღებულ ცხოველს ვერც პოლიცია პოულობს და ვერც მეტყევეები. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის განყოფილების თანამშრომელი ავრცელებს.

 

"ნადირობის დროს, ძაღლებმა აშკარად ირემი შეაშინეს და ის ბუჩქებიდან პანიკურად მონადირესთან გადმოხტა. ცხოველი მონადირეს რქებით მიაწვა და შემთხვევით ერთ რქაზე იარაღი ჩამოეკიდა. ის ტყეში გაუჩინარდა", - განაცხადა პოლიციამ.

 

მონადირის თქმით, საბედნიეროდ, იარაღში ტყვიები არ იყო, მაგრამ პოლიციელები, მეტყევეები და მონადირეები ერთობლივად ეძებენ ტყეში გაუჩინარებულ ირემს.

 

"ჩვენ კვლავ ვეძებთ ცხოველს, რადგან ირემმა იარაღი არასწორ ადგილას არ დადოს. იარაღის პოვნის შემდეგ ის პოლიციას უნდა გადაეცეს. ეს არის 22 კალიბრიანი სანადირო თოფი. ახლა შეიარაღებული ირემი უსაფრთხოდ იმალება სადღაც სამხრეთ ბოჰემიის რეგიონის ტყეებში", - განაცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ