დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

დიეგო მარადონა გულის შეტევით გარდაიცვალა - არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა 25.11.2020 20:56

არგენტინის ყოფილი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გულის შეტევით გარდაიცვალა. ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი მისმა ადვოკატმა გაამჟღავნა, იუწყება გამოცემა Clarin. გაზეთის ინფორმაციით, მარადონა გულის შეტევით, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში 25 ნოემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის საავადმყოფოში მოხვდა ცერებრალური სისხლჩაქცევებით, მაგრამ 11 ნოემბერს ოპერაციის შემდეგ გაწერეს საავადმყოფოდან. ყოფილი ფეხბურთელის გარემოცვამ უარყო ჭორები კორონავირუსის შესახებ. აღინიშნა, რომ მას დეპრესია ჰქონდა. არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ