დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა 26.11.2020 10:39

არგენტინის მთავრობამ ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

“თქვენ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალამდე აგვიყვანეთ და უზომოდ გაგვახარეთ. გმადლობთ ჩვენთან ყოფნისთვის, დიეგო. მთელი ცხოვრების მანძილზე მოგვენატრები,“ -წერს არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი „ტვიტერში“.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მარადონას ცხედარი ხუთშაბათიდან შაბათამდე კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენტიაცში იქნება დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

 

შეგახსენებთ, დიეგო მარადონა გუშინ არგენტინაში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ