დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მეტროს მემანქანეებს ბელარუსელი მემანქანეები ჩაანაცვლებენ 26.11.2020 11:11

საქართველოს მეტროპოლიტენის კორონავირუსით ინფიცირებულ მემანქანეებს აუცილებლობის შემთხვევაში ბელარუსელი სპეციალისტები ჩაანაცვლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. 

 

თბილისის მეტროპოლიტენში 250 მემანქანე მუშაობს, მათგან დაახლოებით 20 ინფიცირებულია და შესაბამის მკურნალობის კურსს გადის. კომპანიაში უარყვეს მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013"-ის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეტროპოლიტენის მუშაობა საფრთხის ქვეშაა, რადგან მემანქანეთა დაახლოებით 20% კორონავირუსით არის ინფიცირებული.

 

„ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად კი მინსკთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გვაქვს, რომლის თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ბელარუსიდან ჩამოვიყვანოთ. მეტრო არ გაჩერდება და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება“, – განაცხადა კალაძემ.

 

მისი თქმით, კორონავირუსი მემანქანეებს გეგმური ტესტირების დროს გამოუვლინდათ, რომელიც უსაფრთხოების მიზნით პერიოდულად უტარდებათ.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროში უსაფრთხოების ზომები დაცულია: ხდება მეტროს სადგურების დეზინფექცია, მოწმდება მგზავრების მიერ პირბადის ტარება, რეგულირდება მგზავრთა ნაკადი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ