დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებზე ინფორმაციას აქვეყნებს 26.11.2020 11:48

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებზე ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა, ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი რეფერალურ ჰოსპიტალში.


დღევანდელ სტატისტიკაში არ შედის ექიმი, რომელიც გუშინ, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.


აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 384 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ