დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ზამთრის კურორტების გახსნის საკითხი კვლავ გაურკვეველია 26.11.2020 11:59

ზამთრის კურორტების გახსნის საკითხი კვლავ გაურკვეველია. ამის შესახებ ,,ჯორჯიან თაიმს''-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი განმარტებით, არანაირი სიახლე ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაცხადებულა.

 

მთის კურორტების განვითარების კომპანია უარყოფს მედიაში გავცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ზამთრის კურორტების გახსნა 2021 წლის 31 იანვრამდე გადაიდო. 

 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საქართველოს მთავრობის მობილობის შემცირების ახალი სცენარის მიხედვით, COVID-19-ის გამო ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე და სვანეთში საბაგიროები გაჩერებული იქნება, სასტუმროებს უფლება აქვთ იმუშაონ მხოლოდ საკარანტინო/კოვიდ სივრცეებად. გავცელებული ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვები კურორტებზე საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ