დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

უცხოური პრესა - რუსეთი ყარაბაღში მივიდა, რომ დარჩეს: სამშვიდობო მისია ათწლეულობით გაჭიანურდება 26.11.2020 12:44

რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») ოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი ყარაბაღში მივიდა, რომ დარჩეს: სამშვიდობო მისია ათწლეულობით გაჭიანურდება“, რომელშიც სამხრეთ კავკასიაში რუსული სამშვიდობო ძალების პერსპექტივაა განხილული (ავტორი - დიმიტრი ლიტოვკინი).


გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებით:


„აზერბაიჯანის არმიამ ქელბაჯარის რაიონი დაიკავა. პრეზიდენრმა ილჰამ ალიევმა ტელევიზიით გამოსვლის დროს, მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ სომხებმა რაიონს უდიდესი ზიანი მიაყენეს, ტყეები გაკაფეს, სკოლები და სხვა შენობები გადაწვეს, პირუტყვი გაანადგურეს... რას ვიზამთ, ნათქვამია, გამარჯვებული ყოველთვის მართალიაო. დღეს აზერბაიჯანს ყველაფერს აპატიებენ, რაც არ უნდა განაცხადოს. დამარცხებული სომხეთი კი ყველა ცოდვაში დამნაშავე იქნება. ღარიბ სომხეთს ამ ტვირთის მარტო ტარება მოუწევს.


პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლურმა პოლიტიკამ კრახი განიცადა: დასავლეთმა არა მარტო მხარი არ დაუჭირა ერევანს სამხედრო კონფლიქტის დროს, არამედ ახლაც დუმს, როცა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კატასტროფა ღრმავდება: სომხები სახლ-კარს ტოვებენ, რადგან აზერბაიჯანელთა მხრიდან რეპრესიებისა და გენოციდის ეშინიათ. თვითონ აზერბაიჯანელებმა იგივე 1990 წლის დასაწყისში გამოსცადეს, როცა რეგიონი ასი ათასობით დევნილმა დატოვა.


აფხაზეთის 1992 წელის და სამხრეტ ოსეთის 2008 წლის მოვლენები რომ გავიხსენოთ, პარალელები მთიან ყარაბაღთან აშკარად ჩანს. ორივე ეთნიკური კონფლიქტების დროს წაგებული მხარე იძულებული იყო ყველანაირი ქონება მიეტოვებინა და თავისი სიცოცხლე გადაერჩინა. ცხინვალში იწვოდა სახლები ისე, როგორც ქელბაჯარის რაიონში. მე მაშინ ცხინვალში სამხედრო ჟურნალისტების ჯგუფის წევრი ვიყავი, სამხედროებმა გაგვაფრთხილეს, თავი გარეთ არ გაჰყოთ, თორემ ტყვია შეიძლება მოგხვდეთო. ჩვენ მაინც დავინახეთ, როგორ იწვოდა ქართველების სახლები, ირგვლივ კვამლი და დამწვრის სუნი იდგა... (...)


შეუძლიათ თუ რუსულ სამშვიდობო ძალებს თავიდან აიცილონ მთიან ყარაბაღში დარჩენილ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მოსალოდნელი გართულებები? ძალზე საეჭვოა. იქ რაც მოხდება, ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება აზერბაიჯანი. აქედანვე კი ჩანს, რომ ბაქო ლოიალური „დამპყრობლების“ (თუნდაც დამარცხებულების) მიმართ ლოიალური არ იქნება. ამიტომაც, სავარაუდოდ, სამშვიდობო მისია ძალიან გაჭიანურდება და მხოლოდ ხუთი წლით არ ამოიწურება, როგორც ეს სამმხრივ შეთანხმებაშია აღნიშნული. ნიკოლ ფაშინიანი, ალბათ, გულში მაინც რევანშზე ფიქრობს, ილჰამ ალიევს კი მთიანი ყარაბაღი საბოლოოდ მაინც რუსი მშვიდობისმყოფლების გარეშე წარმოუდგენია და მისი ტერიტორიის მთლიანად გაკონტროლებას ფიქრობს.


აზერბაიჯანს 30 წელი დაჭირდა იმისთვის, რომ საუკეთესო პოლიტიკუირი მომენტი ჩავარდნოდა ხელში: ილჰამ ალიევმა მოხერხებულად ისარგებლა სომხური საზოგადოების არასტაბილურობით, ქვეყნის სუსტი ხელმძღვანელობით, განახორციელა სამხედრო ოპერაცია და მთიანი ყარაბაღი პრაქტიკულად მთლიანად დაიბრუნა. რუსეთმა შეაჩერა სომხეთის არმიის ტოტალური განადგურება და რეგიონის სრული დაქვემდებარება აზერბაიჯანის არმიის მიერ. დღეს სამხედრო მოქმედებების არ განახლების ერთადერთ გარანსტ მოსკოვი წარმოადგენს.


გავიხსენოთ ისევ სამხრეთ ოსეთი: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ელოდებოდა მოხერხებულ მომენტს, რომ რეგიონი თავისი ქვეყნის შემადგენლობაში დაებრუნებინა. მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა და ქართველებმაც ძალისმიერი ოპერაციის განხორციელება გადაწყვიტეს. თბილისს პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას დასავლეთი უწევდა... მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ერთი გარემოება ვერ გათვალა: თუ რუსეთს სადმე თავისი სამშვიდობო ძალები შეჰყავს, ისინი იმ ტერიტორიას ტოვებენ მხოლოდ კრემლის გადაწყვეტილებით, რაც ნიშნავს - „არასოდეს“.


2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად თბილისმა სრულიად დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების მიმართ, რომლებიც მოსკოვმა „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარა. შეიძლება ითქვას, იგივე სცენარი ემუქრება ილჰამ ალიევსაც, თუ იგი სამხედრო მოქმედებებს (აგრესიას) გააგრძელებს... მაგრამ არც ნიკოლ ფაშინიანს არ უნდა ჰქონდეს ამ ტერიტორიის უკან დაბრუნების იმედი - სომხეთმა ხომ 30 წლის განმავლობაში ვერ გაბედა მთიანი ყარაბაღი სომხეთის ნაწილად ან დამოუკიდებლად ეღიარებინა.


სხვათა შორის, ეს სიგნალია მოლდოვას ახალი პრეზიდენტვისაც - მაია სანდუსათვის: იგი უნდა დაფიქრდეს - ღირს თუ არა დნესტრისპირეთის მიმართ მკვეთრი მოქმედებების განხორციელება. ეს გაკვეთილი პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ უკრაინამ აითვისა: კიევი დონბასში რუსული სამშვიდობო ძალების შეყვანის კატეგორიული წინააღმდეგია.


წყარო: https://www.ng.ru/kartblansh/2020-11-25/3_8023_kartblansh.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ