მედპერსონალის კორონავირუსით ინფიცირების გამო, კლინიკა „გული“ 10 დეკემბრამდე დაიკეტა. კლინიკის ინფორმაციით, დაიხურა რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი, დიაგნოსტიკა და მხოლოდ კარდიოქირურგია ფუნქციონირებს. ინფიცირებულია კლინიკის დირექტორიც ანზორ მელიაც. მისი განცხადებით, გამკაცრებული ზომების მიუხედავად, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულია 40 ექიმი, 45 ექთანი და 30 სანიტარი.
"მიუხედავად გამკაცრებული ზომებისა, რომ არ შემოპარულიყო კოვიდვირუსიანი, მაინც უძლური აღმოვჩნდით იმიტომ, რომ ბევრი შემთხვევა იყო ავადმყოფებით დაინფიცირების. რომ არ მიგვეღო ეს პაციენტები, არ შეიძლებოდა. ვირუსი ჩვენთან ავადმყოფმა მოიტანა, მოგვატყუა, რომ სიცხე არ ჰქონია და თურმე, ამ ავადმყოფს ოთხი დღე სიცხე ჰქონდა. როცა გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თქვა, რომ ოთხი დღეა, რაც სიცხე მაქვსო. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჩვენ გადმოგვადო ვირუსი", — განაცხადა ანზორ მელიამ.
მისივე თქმით, კლინიკაში ერთი კვირით ადრე ეტაპობრივად დაიხურა რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი და დიაგნოსტიკა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge