დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბელგიაში მაღაზიების გახსნას ითხოვენ 26.11.2020 13:40

ბელგიის მაღაზიები რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ ქვეყნის მეწარმეობის ფედერალურმა მინისტრმა, დევიდ კლარინვალმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ The Brussels Times ავრცელებს.

 

”ჩვენ კუნძული არ ვართ, ბელგიელები საყიდლებზე საზღვარგარეთ მიდიან”, - განაცხადა დევიდ კლარინვალმა.

 

მინისტრის თქმით, თუ ბელგიაში უახლოეს მომავალში მაღაზიები არ გაიხსნება, თვითდასაქმებულებს ძალიან სერიოზული ეკონომიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები ექნებათ.

 

მინისტრმა ასევე მოუწოდა მთავრობას, უფლება მისცეს პარიკმახერებს, კოსმეტოლოგებსა და მსგავსი სპეციალისტებს, განაახლონ მუშაობა.

 

შეგახსენებთ, ამჟამად ბელგიაში საყოველთაო კარანტინი მოქმედებს. მაღაზიები, სასურსათოს გარდა, 13 დეკემბრამდეა დახურული.

ავტორ(ებ)ი : The Brussels Times

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ