დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდე არსებული შეზღუდვების კონტროლის გამკაცრება დაევალა 26.11.2020 14:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ევალება  უმკაცრესად  აღდგინოს და გაკონტროლდეს აქამდე არსერბული  შეზღუდვები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიასმ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში აქამდე მოქმედი შეზღუდვები დაგვავიწყდა ან არ ვასრულებთ.

 

უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ის ნორმები, რომლებიც არის დადგენილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. სამწუხაროდ, მე მინდა ვთქვა და ეს არ არის საყვედური და ეს ყველას გვეხება - დღესაც ქვეყანაში მოქმედებს ბევრი შეზღუდვა, რომელიც ან დაგვავიწყდა ან არ ვასრულებთ, ამიტომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა დავალება ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად იყოს აღდგენილი და გაკონტროლებული ეს შეზღუდვები. ეს სწორედ ის კომპრომისია, რომელზეც მე ვსაუბრობდი, როდესაც ჩვენს ბალანსში დამატებით მესამე კომპონენტი, პოლიტიკური კომპონენტი შემოვიდა”, - განაცხადა პრემიერმა.

 

ცნობისთვის, ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო. შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ