დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება გაგრძელდება 26.11.2020 14:56

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

 

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიასმ   წყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„65 ათასიდან -100 ათასი ქულის მქონე ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი. პირველი ტალღის დროს, ამ პროგრამით 72 ათასმა ოჯახმა ისარგებლა. 0-იდან- 100 ათასის მქონე ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ 100 ლარის დახმარება. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100 ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში, ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ