დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში შეზღუდვები შემსუბუქდება 26.11.2020 14:56

 

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება.

 

ამ პერიოდში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

 

რაც შეეხება 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდს, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ტიპის შეზღუდვა ისევ ბრუნდება:


ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

 

16 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:


აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).  შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ