დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ლევან სილაგავა: ფქვილის მიწოდება პურის ქარხნებისთვის უნდა დასუფსიდირდეს 26.11.2020 15:10

ის პურის მცხობელები, რომელებმაც  პროდუქცია გააძვირეს, ძირითადად მცირე პურის საცხობებია,- ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა.

 

როგორც ლევან სილაგავა აცხადებს, დიდ პურის ქარხნებს მიწოდება არ აქვთ შეწყვეტილი და ფასიც სტაბილურია.

 

„ჩვენი და სახელმწიფოს ორიენტირი ის პურის ქარხნები და მწარმოებლებია, რომლებიც დიდი რაოდენობით აცხობენ პურს. შესაბამისად მიწოდება არაა შეწყვეტილი და ფასიც სტაბილურია. მცირე წისქვილკომბინატებმა ფქვილი გააძვირეს, რადგან მათ ძვირი ხორბალი ჰქონდათ. სექტემბრიდან დაწყებული ხორბალი ძვირდება მსოფლიოს ბაზარზე და ჩვენთანაც ძვიდება. იაფი მარაგი ამოიწურა და ახლა გადავიდნენ უფრო ძვირად შემოტანილი ხორბლის დაფქვაზე.  შესაბამისად მათი ფქვილი არის უფრო ძვირი,“- აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 

მისი თქმით, 70-80 % ფქვილის მწარმოებლები, ისევ იმ ფასად  55-58 ლარის ფარგლებში აწვდიან პურის ქარხნებს ფქვილს.

 

„ფასი დიდად არ შეცვლილა. შეიცვალა მცირე წიქვილკომბინატების მიერ მიწოდებული ფქვილის ფასი მცირე პურის საცხობებისთვის.

 

გარკვეული პერიოდის შემდეგ  დიდ წიქვილკომბინატებს მოუწევთ ძვირი ხორბლის გადაფქვა, რადგან მსოფლიო ბაზარზე დაძაბული სიტუაციაა. რუსეთმა კვოტირება გამოაცხადა და პლუს ქვეყნებში ცუდი მოსავლიანობაა, შესაბამისად შემოტანილი ხორბლის ფასიც მაღალია.

 

ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი მივწერეთ, რამდენიმე ვარიანტია შემუშავებული. უნდა დასუფსიდირდეს ფქვილის მიწოდება პურის ქარხნებზე,“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ ლევან სილაგავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ