დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მედიცინის მიმართულების უნივერსიტეტებს შეუძლიათ პრაქტიკული ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად 26.11.2020 15:46

 

 

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება, სტრატეგიული მიმართულებაა ქვეყნისთვისშესაბამისად მედიცინის აკადემიურ პროგრამებზე უნივერსიტეტებს აქვთ უფლება პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად,”- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა  განაცხადა.

 

მისივე თქმით, სკოლები, ბაღები და პროფესიული სასწავლებლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

 

უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა და ეს არ შეიცვლება. რაც შეეხება სკოლებს - დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას, ასევე პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ ფორმატზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა.

 

როგორც მოგეხსენებათ, სიტუაციიდან გამომდინარე მედიცინის მიმართულება, სტრატეგიული მიმართულებაა ქვეყნისთვის, შესაბამისად მედიცინის აკადემიური პროგრამები უნივერსიტეტებს აქვთ უფლება პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად”, - განაცხადა ჩხენკელმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ