დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გაძვირდება თუ არა პური საქართველოში 26.11.2020 16:01

თბილისის პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის მტკიცებით, თბილისში პური ჯერ არ გაძვირებულა.

 

როგორც მალხაზ დოლიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა, ხორბლის ფასი მთელს მსოფლიოში გაიზარდა.

 

„მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა და ამას ემატება კორონავირუსი. ხორბლის ფასი გაიზარდა. 1 ტონა ხორბალი, რომელიც ადრე 180 დოლარი ღირდა, ბოლოს საქართველომ  212 დოლარად შეიძინა, რუსეთში კი -  240 დოლარი გახდა.

 

რატომ მოიმატა? იმიტომ, რომ მოსავალი მხოლოდ რუსეთსა და ავსტრალიაში იყო. რუსეთი მონოპოლისტი გახდა ბაზარზე. ცუდი მოსავალი ჰქონდა ასევე საფრანგეთს და ისინიც მოსავალს 230 დოლარად ყიდიან,“ - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

 

მისი თქმით,  ჩვენს სახელმწიფოში პური პირველადი მოთხოვნილების პროდუქტია და რა თქმა უნდა, არავის უნდა მისი გაძვირება.

 

„სახელმწიფომ მარტის თვეში გააკეთა სუბსიდირება და ფქვილზე ფასები შეინარჩუნეს, რომ პურის ფასი არ შეცვლილიყო. დღესაც, როგორც ვიცი ამაზე მიდის მუშაობა, რომ კვლავ, ასე განხორციელდეს. ვიღაცამ ზუგდიდისა და მარნეულის ბაზარში პური გააძვირა, ეს ერთეული შემთხვევებია და არ ნიშნავს, რომ პური ყველგან გაძვირდა. ქარხნის პურის ფასი არ შეცვლილა. ველოდებით, რომ დაასუფსიდირონ  და ფასი არ შეიცვალოს,“- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ