დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

კოვიდსასტუმროებში დამატებითი ჟანგბადის 100 კონცენტრატორი გადანაწილდა 26.11.2020 16:10

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში დამატებითი ჟანგბადის კონცენტრატორები შეიძინეს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადაგუშინ, საქართველოს მასშტაბით 100 კონცენტრატორი გადანაწილდა.

 

რაც მნიშვნელოვანია და დაგაინტერესებთ, არის შემდეგი: სასტუმროებში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ შევიძინეთ დამატებით ჟანგბადის კონცენტრატორები. გუშინ საქართველოს მასშტაბით 100 კონცენტრატორი დარიგდა. პირველი დეკემბრისთვის ჩვენ ველოდებით დამატებით კიდევ 900 ჟანგბადის კონცენტრატორს, რაც ასევე გვაძლევს საშუალებას რომ სასტუმროების ბაზაზე, ჩვენ შევძლოთ პაციენტების მეტად უკეთესი მართვა“,-განაცხადა მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ