დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ამირან გამყრელიძე - ვფიქრობ, ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო ჰოსპიტალური დახმარება, ვისაც ეს სჭირდება 26.11.2020 16:23

ვფიქრობ, ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო ჰოსპიტალური დახმარება, ვისაც ეს სჭირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, გარკვეული პრობლემები არის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მიმართულებით, თუმცა, ინფიცირებულთა 30-34% კლინიკაში მკურნალობს.

 

„დღეს 319 კრიტიკული ავადმყოფია, რომლებიც არიან დამხმარე სუნთქვის აპარატებზე და დაახლოებით 1000-მდე არის ჟანგბადდამოკიდებული ადამიანი - ესენი არიან საშუალო და მძიმე მიმდინარეობის პაციენტები. რა თქმა უნდა, ეს ყველა პიროვნება საჭიროებს სერიოზულ სამედიცინო მეთვალყურეობას და ყურადღებას. ვიცი, რომ არის გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება, ვისაც ეს სჭირდება, რადგან დღეს ჰოსპიტლებში საკმაოდ დიდი რაოდენობა 6000-მდე ადამიანი არის, ანუ აქტიური შემთხვევების სადღაც 30-34%“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ