დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

კოვიდსასტუმროებისთვის ჟანგბადის კონცენტრატორები შევიძინეთ - მინისტრი 26.11.2020 16:58

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი ჟანგბადის კონცენტრატორები შეიძინეს.

 

ტიკარაძის თქმით, გუშინ, საქართველოს მასშტაბით 100 კონცენტრატორი გადანაწილდა. დამატებით კიდევ 900 კონცენტრატორს ელოდებიან. 

 

„სასტუმროებში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ შევიძინეთ დამატებით ჟანგბადის კონცენტრატორები. გუშინ საქართველოს მასშტაბით 100 კონცენტრატორი დარიგდა. პირველი დეკემბრისთვის ჩვენ ველოდებით დამატებით კიდევ 900 ჟანგბადის კონცენტრატორს, რაც ასევე გვაძლევს საშუალებას რომ სასტუმროების ბაზაზე, ჩვენ შევძლოთ პაციენტების მეტად უკეთესი მართვა“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ