დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

აზერბაიჯანში საფრანგეთთან ურთიერთობების გადახედვა მოითხოვეს 26.11.2020 17:35

აზერბაიჯანის პარლამენტი რესპუბლიკის მთავრობას სთავაზობს, მიმართოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას თხოვნით, გარიცხოს საფრანგეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ჯგუფიდან, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

 

მილი–მეჯლისი უკმაყოფილოა საფრანგეთის სენატის რეზოლუციით – „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარების აუცილებლობის შესახებ“.

 

გარდა საფრანგეთის ეუთოს მინსკის ჯგუფიდან გარიცხვისა, აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ პლენარულ სხდომაზე მიღებული განცხადება მთავრობისგან მოითხოვს საფრანგეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გადახედვასა და შესაბამისი ზომების მიღებას.

 

„აზერბაიჯანელ ხალხს, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გარშემო მუშტად შეიკვრება, აქვს უნარი, აღკვეთოს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ყველა ბინძური ქმედება“, — განაცხადა მილი–მეჯლისის სპიკერმა საჰიბა გაფაროვამ.

 

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის სენატის რეზოლუციას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, ზედა პალატის 305-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ერთი.

 

 

ავტორ(ებ)ი : Sputnik

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ