დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

საბერძნეთმა საყოველთაო კარანტინი გახანგრძლივდა 26.11.2020 17:39

საბერძნეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის ზრდის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

 

საბერძნეთმა საყოველთაო კარანტინი ოქტომბერში ხელმეორედ გამოაცხადა.

 

ამასთან, საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლის, სტელიტოს პეტსასის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის სრული ვაქცინაცია ივნისის ბოლოს დასრულდება.

 

მისი თქმით, საბერძნეთი თვეში დაახლოებით 2,1 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში COVID-19-ის 97 288 შემთხვევაა დადასტურებული, 1 902 პაციენტი გარდაიცვალა. 

ავტორ(ებ)ი : kathimerini.gr

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ