დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ვაშინგტონში სერიოზულად განიხილება ირანზე საჰაერო თავდასხმის სცენარი - იმედია, ქარი ჩვენსკენ არ დაუბერავს“ 26.11.2020 20:45

ირაკლი გოგავას პოსტი:
ვაშინგტონში სერიოზულად განიხილება უახლოეს პერიოდში ირანზე საჰაერო თავდასხმის სცენარი. პირველადი სამიზნე ირანის ბირთვული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა იქნება. პენტაგონმა ერაყის ქურთისტანში ერბილში მდებარე თავის ბაზაზე, ყატარსა და რეგიონში რამდენიმე სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H Stratofortress გადაისროლა ჩრდ. დაკოტადან. ბომბდამშენებს გამანადგურებლები და საწვავის ჰაერში შემავსებელი თვითმფრინავები აცილებდნენ მთელ გზაზე. მაიკ პომპეოს ბოლო ტურნეს თბილისის შემდგომი ნაწილი ანტი-ირანულ ქვეყნებს მოიცავდა: ისრაელი, საუდის არაბეთი, ემირატები, ყატარი. ისრაელი ემზადება ირანიდან მოსალოდნელი დარტყმის და ირანის პროქსი ძალების შეტევის მოსაგერიებლად და მზადყოფნაში მოჰყავს საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.
დაუდასტურებელი მონაცემებით, ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ საუდის არაბეთის მეფეს ელ-რიადში ესტუმრა. ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინტერნეტის კაბელის მონტაჟი იგეგმება. ტრამპის მხარის ადვოკატის სიდნი პაუელის განცხადებით, აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილმა სპეციალისტმა დაადასტურა აშშ-ს არჩევნებში გამოყენებული საარჩევნო ხმის დამთვლელ სისტემა "დომინიონი"-ს პროგრამაში ირანიდან და ჩინეთიდან შეღწევის ფაქტები. 
P.S. მანძილი თეირანსა და საქართველოს შორის დაახლოებით 800 კმ-ია. იმედია, ქარი ჩვენსკენ არ დაუბერავს

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ